Belive

ბარნლის საოცარი სტატისტიკით გამარჯვება ფულემთან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის "პრემიერლიგის" 22-ე ტურის რამდენიმე შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  საინტერესო იყო "ბარნლისა" და "ფულემის" დაპირისპირების სტატისტიკა. "ბარნლიმ" მეტოქე 2:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ეს უჩვეულო არ არის, თუმცა საინტერესოა ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ამ შეხვედრაში დაფიქსირდა. "ბარნლიმ" 2 ბურთის გატანა ისე მოახერხა, რომ მატჩის განმავლობაში კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს. საქმე იმაშია, რომ "ფულემის" ფეხბურთელებმა ორივე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. ერთი ასეთი ფაქტი წლების წინ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირდა, სადაც "არსენალმა" "ბარსელონას" გოლი ისე გაუტანა, რომ კარში არ დაუტყამს. სერხიო ბუსკეტსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

სხვა სტატიები