Belive

ბარნსი ჩემპიონთა ლიგის ინციდენტზე: "ეს რასიზმი არ ყოფილა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ბარნსმა "პსჟ"-სა და "ბასაკშეჰირის" შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბის წევრებმა მე-4 დამხმარე არბიტრი, სებასტიან კოლტესკუ "ბასაკშეჰირის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მსგავსი მოხსენიების: "ის შავი კაცი" გამო რასისტობაში დაადანაშაულეს.
"რასიზმი არ არის ის, რომ ადამიანი აღწერო, როგორც შავი. მან მწვრთნელის სახელი არ იცოდა, თურქული კლუბის 6-7 წარმომადგენელი კი ერთად იდგა. ერთ-ერთი მათგანი გასაძევებელი იყო, მსაჯმა კი იკითხა რომელი, შავი? სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, რომ მთავარი არბიტრისთვის ნიშანი მიეცა? რატომ არ შეიძლება, რომ შავკანიანი შავად მოვიხსენიოთ?" - წერს ბარნსი სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები