Belive

ბარსა ნეიმარს არ ეშვება - ესპანელების ახალი შეთავაზება პარიზელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად საქმე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს - ნეიმარს ეხება, რომლის ირგვლივაც არ წყდება ახალი შესაძლო ტრანსფერების ვარიანტების წარმოშობა. ნეიმარის შეძენით მისი ყოფილი კლუბი "ბარსელონა" უკვე დიდი ხანია ინტერესდება, მათ პარიზელებს საკმაოდ კარგი შეთავაზებები გაუკეთეს, თუმცა როგორც ჩანს ამ უკანასკნელთათვის დამაკმაყოფილებელი არცერთი არ აღმოჩნდა. ამჯერად კატალონიელებმა "პსჯ"-ს ახალი ვარიანტით მიმართეს - ნეიმარის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო და უსმან დემბელე. El Chiringuito-ს ცნობით ესპანური გრანდი პარიზელების შეთავაზებას უახლოეს პერიოდში განიხილავს.

სხვა სტატიები