Belive

ბარსას ფასი ეძვირა, ოლეს ფაქტორი ძალაშია - სად წავა ჰოლანდი? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი ახალი წლიდან, სავარაუდოდ, პრემიერლიგაში ითამაშებს. "ზალცბურგის" თავდამსხმელით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის კი "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერობდნენ. კატალონიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 100 მილიონი ევროს გადახდაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ სატრანსფერო ბაზრის ამჟამინდელი პირობებს, მოთამაშის შესაძლებლობები არ შეესაბამება. სამაგიეროდ, "წითელი ეშმაკები" რომელუ ლუკაკუს შემცვლელს ეძებენ, მას მერე, რაც ზაფხულში ბელგიელი მილანის "ინტერში" გაყიდეს და ნებისმიერ თანხის გადახდას ყაბულს არიან. თანაც, გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი 19 წლის თავდამსხმელს "მალმიოში" ავარჯიშებდა და ახლოს იცნობს, რაც ტრანსფერისას შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ სეზონში ჰოლანდმა, რომელმაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, საკლუბო დონეზე, ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში 26 ბურთი შეაგდო.

სხვა სტატიები