Belive

ბარსელონას მეორე გუნდს რაფაელ მარკესი ჩაიბარებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი ,,ბარსა ბ-ს'' მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს. მექსიკელი სერჟი ბარჟუანს ჩაანაცვლებს, რომელმაც კლუბში ერთი სეზონი გაატარა. ,,ბარსელონაში'' მარკესს ბ-გუნდისთვის იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევენ, რადგან მას ხავისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ,,ბარსელონა ბ-ს'', რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს, მომავალი სეზონიდან სახელი შეეცვლება და ,,ბარსელონა ატლეტიკის'' სახელით იასპარეზებს. მარკესის სამწვრთნელო კარიერა გასულ წელს ესპანურ ,,ალკალაში'' დაიწყო.


სხვა სტატიები