Belive

ბარსელონა აბიდალის გაშვებას გეგმავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონაში" დიდი არეულობაა. კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან კიკე სეტიენი უკვე გადააყენა. ხელმძღვანელობამ სეტიენს "ბაიერნთან" განადგურება არ აპატია. ცნობილი სპორტული გამოცემა "football-espana" გვამცნობს, რომ კატალონიური გრანდი ერიკ აბიდალის გაშვებას გეგმავს. ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, 2018 წლიდან სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს. ერიკის სახელს უკავშირდება ანტუან გრიზმანისა და ფრენკი დე იონგის ტრანსფერი. ასევე, აბიდალი აქტიურად იღებდა მონაწიელობას, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებაში. რამდენიმე თვის წინ, ლიონელ მესისა და სპორტულ დირექტორს შორის კონფლიქტი ჩამოყალიბდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი აქტიურად ცდილობდა კლუბში ვალვერდეს დატოვებას, თუმცა არ გამოუვიდა და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი. ახალი არ არის, რომ კლუბში სპორტული მენეჯმენტის თვალსაზრისით პრობლემებია. აბიდალის გაშვებას "diario sport-იც" იუწყება. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები