Belive

ბარსელონა აგუეროს დამატებით ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის მზადება უკვე არაერთმა კლუბმა დაიწყო და არაერთი ხმაურიანი ტრანსფერია დაანონსებული. ამჯერად საქმე სერხიო აგუეროს ეხება, რომელსაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს გასდის და შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით სხვა გუნდს შეუერთდეს. The Sun იუწყება, რომ აგუეროს გადაბირებით "ბარსელონა" ინტერესდება. კატალონიური კლუბი სურვილს გამოთქვამს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდს სერხიო დაიმატონ და მესისთან ერთად მომდევნო სეზონში გუნდი გააძლიეროს, რაც ამ უკანასკნელისთვის ერთგვარი გუნდში "შემანარჩუნებელი" ფაქტორი შეიძლება იყოს. შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლასა და ინგლისური გუნდის მხრიდან ამ ეტაპისათვის ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს არ სთავაზობენ.

სხვა სტატიები