Belive

ბარსელონა ანდრე გომეშს ევერტონში ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში, დიდი ალბათობით, პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ზაფხულში ესპანურ გრანდს ოფიციალურად დატოვებს. "ბარსელონა" და "ევერტონი" ტრანსფერზე შეთანხმდნენ და იჯარით ერთი სეზონის გატარების შემდეგ, პორტუგალიელი ნახევარმცველი ინგლისური კლუბის წევრი გახდება. "ბარსელონა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებს. გომეში ლივერპულში ყოფნით კმაყოფილია და ამის გამო, მან "ტოტენჰემის" და "ვესტ ჰემის" შემოთავაზებები უარყო. ანდრე გომეშმა გასული სეზონი "ევერტონში" იჯარის წესით გაატარა. მერსისაიდელთა მაისური 29-ჯერ მოირგო და 1 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები