Belive

ბარსელონა ათწლეულის საუკეთესო გუნდად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) "ბარსელონა" გასული ათწლეულის საუკეთესო კლუბად დაასახელა.
"კატალონიელებმა 21-ე საუკუნის როგორც პირველი, ახლა უკვე მეორე ათწლეულის საუკეთესოს პრიზი მოიგეს," - წერია IFFHS-ის ოფიციალურ განცხადებაში.
"ბარსა" საუკეთესოთა სიას 2877 ქულით ლიდერობს, რის შემდეგაც "რეალი" (2782) და "ბაიერნი" (2594) მოდიან. 2011/2020 წლებში ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ლა ლიგა 6-ჯერ მოიგო. გარდა ამისა, "ბლაუგრანამ" ესპანეთის თასის 6 ტიტულსა და UEFA-ს სუპერთასის 2 თასს დაეუფლა.
165095678_10158744376619821_5586434536748539432_o

სხვა სტატიები