Belive

ბარსელონა და აიაქსი საუკუნის შეთანხმებას აფორმებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსი" და "ბარსელონა" კოლაბორაციაზე შეთანხმებას გეგმავენ. იდეა წამრმოიშვა კლუბების ერთნაირი ფილოსოფიის გამო. შესაძლოა ამ შეთანხმებით ორივე კლუბმა სარგებელი ნახოს. შეთანხმების შემდეგ, "ბარსელონას" უფრო ახლო წვდომა ექნება ამომავალ ჰოლანდიელ ვარსკვლავებთან, რომლებიც "აიაქსის" აკადემიიდან მთავარ ან ასაკობრივ კლუბებში აღზევდებიან, ხოლო ჰოლანდიელებს შეეძლებათ "ლა მასიას" ფეხბურთელების იჯარით აყვანა. "ბარსელონა" და "აიაქსი" წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ესპანურ გრანდს ბევრი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჰყოლია სწორედ "აიაქსის" აკადემიიდან და ახლაც, ზაფხულში გუნდს კიდევ ერთი ნიჭიერი ნახცევარმცველი, ფრენკი დე იონგი შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" "აიაქსის" ცენტრალური მცველისა და კაპიტნის, მატიას დე ლიხტის შეძენასაც გეგმავს.

სხვა სტატიები