Belive

ბარსელონა და პსჟ შეთანხმდნენ?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური პრესის ინფორმაციით და Eurosport-ის ცნობით, "ბარსელონამ" და "პარი სენ-ჟერმენმა" სატრანსფერო შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო ფრანგულ კლუბს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ესპანელები ბრაზილიელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და ფაქტია, რომ კოუტინიომ მოლოდინი ვერ გაამართლა. რეგულაციების გამო, "პსჟ"-ს თავისი ფეხბურთელის გაყიდვაც მოუწევს. ფრანგები "ბარსელონას" გერმანელ იულიან დრაქსლერს შესთავაზებენ და შედეგად, თანხას საკმაო რაოდენობა მოაკლდება. შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბარსელონაში" 2017-18 წლების სეზონიდან თამაშობს და 58 შეხვედრაში 18 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები