Belive

ბარსელონა და რეალი ერთად ბოლოს 2015 წლის იანვარში დამარცხდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგანესი და სევილია ლა ლიგის სენსაციონერები გახდნენ - 26 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა, სადაც პირველ ადგილოსანმა კატალონიის „ბარსელონა“ ბოლო ადგილოსან „ლეგანესთან“ დამარცხდა. მე-12 წუთზე კოუტინიოს მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა კატალონიელების მხრიდან, ხოლო „ლეგანესმა“ 52-ე და 53-ე წუთზე 2 გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრის საფინალო ანგარიშიც 2:1 გახლდათ „ლეგანესის“ სასარგებლოდ. სავარაუდოდ, ეს მარცხი გარდამტეხი იქნება კატალონიელებისთვის - ისინი დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ 2018/19 წლების სეზონში მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი არ შეესაბამება იმას, რასაც გულშემატკივარი მათგან ელის. ასევე მოულოდნელი მარცხი იწვნია სამეფო კლუბმა, რომელსაც უდიდესი შანსი ჰქონდა მთავარი მეტოქე ანუ კატალონიის „ბარსელონა“ 3 ქულით ჩამოეტოვებინა, თუმცა გუშინდელ შეხვედრაში „სევილია“ უკეთესი აღმოჩნდა, რაც ანგარიშზეც აისახა. მე-17 და 21-ე წუთზე ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა, მომდევნო გოლს მაყურებელი „ბლანკოსისგან“ ელოდა თუმცა 39-ე წუთზე ბენ იედერმა სხვაობა სამამდე გაზარდა, სწორედ მისი გოლი გამოდგა შეხვედრაში უკანასკნელი და შესაბამისად საბოლოო ანგარიშიც 3:0 დაფიქსირდა. ბოლოს ესპანური ფეხბურთის გრანდებმა „ბარსელონამ“ და „რეალმა“ ერთდროულად 2015 წლის 4 იანვარს წააგეს, „ბარსა“ „სოსიედადთან“ 0:1, ხოლო „რეალი“ „ვალენსიასთან“ 1:2.

სხვა სტატიები