Belive

ბარსელონა და რეალი ოქროს ბურთების რაოდენობით გათანაბრდნენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" მოთამაშე, ლუკა მოდრიჩი გახდა. ხორვატმა ნახევარმცველმა კრიშრიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის 10 წლიანი ჰეგემონია დაასრულა. მოდრიჩის მიერ მოგებული ოქროს ბურთი "რეალის" ისტორიაში მე-11 იყო. ამ მაჩვენებლით, "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს გაუთანაბრდნენ. მადრიდელთა მხრიდან ოქროს ბურთი მოიგეს: დი სტეფანო 2-ჯერ (1957, 1959), რაიმონ კოპა (1958),  ლუიშ ფიგუ (2000), რონალდო (2002), ფაბიო კანავარო (2006), კრიშტიანუ რონალდუ 4-ჯერ (2013, 2014, 2016, 2017) და ლუკა მოდრიჩი (2018). "ბარსელონას" რიგებში კი საუკეთესოები გახდნენ: ლუის სუარესი (1960), იოჰან კრუიფი 2-ჯერ (1973, 1974), ხრისტო სტოიჩკოვი (1994), რივალდო (1999), რონალდინიო (2005) და ლიონელ მესი 5-ჯერ (2009, 2010, 2011, 2012, 2015).

სხვა სტატიები