Belive

ბარსელონა და სევილია დე იონგის კადისში ტრანსფერზე შეთანხმდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" გეგმებში ლუკ დე იონგი აღარ შედის - ნიდერლანდელი თავდამსხმელის იჯარას კატალონიური კლუბი აღარ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, დე იონგი "სევილიას" დაუბრუნდება, რის შემდეგაც ის ასევე იჯარით "კადისს" შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი "ბარსელონას" გასულ ზაფხულს შეუერთდა. 12 ჩატარებულ მატჩში ლუკმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. დე იონგი "კადისში" გადასვლით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფორმის აღდგენას შეეცდება.  

სხვა სტატიები