Belive

ბარსელონა დე ლიხტს უახლოვდება

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი, შესაძლოა ზაფხულში კატალონიის "ბარსელონაში" აღმოჩნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით Goal.com-მა ინფორმაცია საკუთარი წყაროსგან მიიღო, რომელიც "ბარსელონას" მენეჯმენტის წარმომადგენელია. ჰოლანდიელის სავარაუდო სატრანსფერო ფასი €70-€75 მილიონს შეადგენს. 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ძალიან სწრაფად იზრდება - იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდისთვის უკაპიტნია. თუმცა ეს მონაცემები მშრალი რიცხვები არ არის - დე ლიხტი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" ამსტერდამული გუნდიდან ერთი ტალანტი უკვე გაიფორმა - ფრენკი დე იონგი ზაფხულში კატალონიელთა რიგებს შეუერთდება. "ბლაუგრანამ" დე იონგში საკმაოდ სოლიდური თანხა, €75 მილიონი გადაიხადა და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს. "აიაქსმა" მიმდინარე სეზონში საოცარი სენსაციები შემოგვთავაზა - ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგიდან "რეალი" და "იუვენტუსი" გამოაგდო. თანაც აღსანიშნავია, რომ ორივე გრანდს "აიაქსმა" გასვლაზე თამაში მოუგო. ტოტენჰემთან ბოლო წამებზე განცდილი მარცხის შედეგად, ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობნენ, თუმცა მსოფლიო ყურადრების ეპიცენტრში მოექცნენ და დიდი ალბათობით, გრანდების სამიზნე არამარტო დე იონგი და დე ლიხტი, არამედ სხვა ფეხბურთელებიც გახდებიან.

სხვა სტატიები