Belive

ბარსელონა გალათასარაის მატჩზე გულშემატკივარი ბენზემას 9 ნომრიანი მაისურით მივიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

10 მარტს, ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ მატში, "ბარსელონამ" "გალათასარაის" უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, მადრიდის "რეალმა" "პსჟ" 3:1 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საოცარი მატჩი ჰქონდა, "სამეფო კლუბის" ფრანგ ფორვარდ - კარიმ ბენზემას, რომელმაც 17 წუთიან მონაკვეთში ფრანგულ გრანდს 3 გოლი გაუტანა და საკუთარი კლუბი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. როგორც ჩანს, ამ მატჩის შემდეგ ბენზემას გულშემატკივრები ბარსელონაშიც გამოუჩნდნენ, თანაც საკმაოდ სახალისოდ. ბენზემას წარწერა "ბარსელონას" საშინაო ფორმაზე გამოჩნდა.

ამჟამად "ბარსელონას" 9 ნომერი მემფის დეპაია, თუმცა როგორც ჩანს ეს ახალგაზრდა გულშემატკივარი, უპირატესობას ფრანგ ფორვარდს ანიჭებს. როგორც "ბარსელონას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ვარაუდობენ, ამ გულშემატკივარს ბენზემა იმიტომ შეუყვარდა, რომ ლიონელ მესისა და ნეიმარის "პსჟ" დაამარცხა.  

სხვა სტატიები