Belive

ბარსელონა - ინტერი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე გაიმართება. ტურის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა კი ბარსელონაში შედგება, სადაც "ბარსელონა" "ინტერს" დაუპირისპირდება. B ჯგუფს 6-6 ქულით სწორედ ეს ორი გუნდი ლიდერობს. "ტოტენჰემსა" და "პსვ"-ს ნული ქულა აქვთ. "ბარსელონა" ბოლო პერიოდში არც ისე კარგად გამოიყურება. ხშირმა ტრავმიანობამ და რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არასასურველმა სათამაშო კონდიციამ, გუნდზე გავლენა მოახდინა. ტრავმირებულები არიან ცენტრალური მცველები, სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი. მთავარი დანაკლისი კი გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესია. არგენტინელი ვარსკვლავი საკუთარ გუნდს 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ცუდ ფორმაშია ლუის სუარესი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ ბურთი არ გაუტანია. არასტაბილურად გამოიყურება ხერარდ პიკეც. ბოლო 5 შეხვედრაში "ბარსელონამ" მხოლოდ ორი მოიგო. აქედან ერთი სტუმრად "ტოტენჰემთან" 2:4 და "ლა ლიგის" ბოლო ტურში "სევილიასთან" 4:2. გუნდს ორი ფრე აქვს ნათამაშები. "ბილბაოსთან" და "ვალენსიასთან" ერთნაირი ანგარიშით, 1:1 და წააგო "ლეგანესთან" 2:1. კატალონიელებმა ბოლოს კარის მშრალად შენახვა 18 სექტემბერს შეძლეს, როდესაც "პსვ"-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, 4:0 მოუგეს. "ლა ლიგა"-ში "ბარსელონამ" პირველობა დაიბრუნა და 28 ოქტომბერს "ელ კლასიკო"-ში მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. რაც შეეხება "ინტერს", გუნდი კარგ ფორმაში შევიდა და "ბარსელონასთან" დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება. "სერია ა"-ს ბოლო ტურში მინალურ დერბიში "მილანი" 1:0 დაამარცხეს. დღევანდელ დაპირისპირებაში გუნდს მცირე დანაკლისი აქვს. ტრავმის გამო გალიარდინი და ნაინგოლანი ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, ფორმის პიკში შედის გუნდის კაპიტანი მაურო იკარდი. "ინტერის" კარგ სათამაშო კონდიციაზე ბოლო 7 მატჩის სტატისტიკაც მეტყველებს. "ნერაძურიმ" შვიდივე შეხვედრა მოიგო. გაიტანა 12 ბურთი და გაუშვა 5. "სერია ა"-ში "ინტერი" მესამე პოზიციას იკავებს. ლიდერ "იუვენტუსს" 6 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" 2 ქულით ჩამორჩება. "ბარსელონასა" და "ინტერს" უეფას ეგიდით 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან 3 "ბარსელონამ" მოიგო, 1 "ინტერმა", ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდებაც ესპანელების სასარგებლოდ 7:3-თან არის. ბოლოს ეს ორი გრანდი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2010 წელს შეხვდა. ორ მატჩიან დუელში პირველი შეხვედრა "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი "ბარსელონას" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში იტალიელებმა ფინალის საგზური მოიპოვეს და ჟოზე მოურინიოს თავკაცობით ჩემპიონთა ლიგის თასი აწიეს. აღსანიშნავია, რომ "ნოუ კამპ"-ზე "ბარსელონას" კარში "ინტერს" ბურთი არ გაუტანია. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები