Belive

ბარსელონა ინტერის ფეხბურთელში 112 მილიონს იხდის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს. მილანის "ინტერის" 21 წლის ვარსკვლავს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. "ნერაძურიმ" ლაუტარო მარტინესი არგენტინული "რასინგიდან" წინა ზაფხულს, 22.7 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მარტინესში 112 მილიონ ევროს იხდის. ლაუტაროს ტრანსფერით კიდევ ორი ესპანური გუნდი - მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" არის დაინტერესებული. მიმდინარე კოპა ამერიკაზე ახალგაზრდა შემტევმა უკვე 2 გოლი გაიტანა, "ინტერთან" ერთად კი გასულ სეზონში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.  

სხვა სტატიები