Belive

ბარსელონა იუნაიტედის მოთამაშით დაინტერესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" თვალი "იუნაიტედის" შემტევს, მარკუს რეშფორდს დაადგა. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა, რომ რეშფორდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბს ესმის, რომ ინგლისელის გადაბირება  ძალიან რთული იქნება. პირველ რიგში, "იუნაიტედი" მარკუსის ბავშვობის საყვარელი გუნდია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ სასტარტო შემადგენლობიდან ლუკაკუ ამოაგდო და სოლსკიაერისგან დადებით შეფასებებსაც იღებს. ცნობისთვის, რეშფორდმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 7 ასისტია.

სხვა სტატიები