Belive

ბარსელონა კრიზისშია - მესის გარდა ყველა ვარსკვლავი ტრანსფერზე დადგება?!

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი სპორტში მოღვაწე საზოგადოებასაც შეეხო, მათ შორის არიან არაერთი სპორტის სახეობის წარმომადგენლები და რაც ყველაზე გასაკვირია საფეხბურთო სამყაროს გამორჩეულ კლუბსაც, ეს გახლავთ - კატალონიის "ბარსელონა". კრიზისისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი დაახლოებით 106 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რომლის აღმოფხვრას ესპანური გრანდი ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად შეძლებს. The Sun ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ლეო მესის, დე იონგისა და ტერ შტეგენის გარდა ტრანსფერზე დაყენების საფრთხე ფაქტობრივად გუნდის ყველა ვარსკვლავს ემუქრება.

გასხვისებად ფეხბურთელებს შორის არიან ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, ოსმან დემბელე, ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი. აღსანიშნავია, რომ ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერებოდა, კატალონიურმა პრესამ ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო და გამორიცხა, თუმცა უახლესი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის საპირისპიროდ მეტყველებს. აღნიშნულ საკითხთან ერთად ორიოდე სიტყვა ნეიმარის შესახებაც დაიწერა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მსხვილ საკონტრაქტო შემოთავაზებებს უარყოფს იმის იმედად, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნებას მოახერხებს, თუმცა საფეხბურთო ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" ნეიმარის შეძენას ვერ მოახერხებს.

სხვა სტატიები