Belive

ბარსელონა კუმანის მთავარ შემცვლელად ხავის განიხილავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდ კუმანის დრო “ბარსელონაში” ამოიწურა: წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო ვალეკანოსთან” ზედიზედ განცდილი 2 მარცხი გახდა. ახლა, კატალონიური კლუბის მთავარი დავალება, ახალი მწვრთნელის მოძებნაა. როგორც ესპანურ, ასევე მსოფლიო სპორტულ მედიაში, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული მოთამაშე, ხავია. ხავიმ, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის "ალ-სადს" მართავს, ამ თვის დასაწყისში გააჟღერა, რომ "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებას განიხილავდა. "ბარსელონასგან ნებისმიერი შეთავაზება განიხილება, შეფასდება და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება." "არ ვიცი სად მიმიყვანს მომავალი, მაგრამ მე მზად ვარ ყველა გამოწვევისათვის.", - აცხადებს ხავი TVE-სთან.

სხვა სტატიები