Belive

ბარსელონა ლივერპულს კოუტინიოს გამო დამატებით 5 მილიონს გადაუხდის?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გამოცემა "Daily Mail" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, "ბარსელონა" ვალდებული იქნება, რომ "ლივერპულს" 5 მილიონი ევრო გადაუხადოს. იმ დროს, როდესაც კატალონიელებმა ფილიპე შეიძინეს, კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტში ჩაიწერა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, "ბლაუგრანა" "მერსისაიდელებს" დამატებით ბონუსს, 5 მილიონი ევროს სახით გადაუხდის. ბრაზილიელი, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით არის განათხოვრებული და ოფიციალურად იგი კვლავ "ბარსას" საკუთრებაა. აქედან გამომდინარე ხსენებული პუნქტი კვლავ აქტიურია.

სხვა სტატიები