Belive

ბარსელონა ლუის სუარესის შემცვლელის ძებნას იწყებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" თავდასხმის გაძლიერებას აპირებს.  ესპანელები ლუის სუარესის პოტენციური შემცვლელის ძიების პროცესში არიან. რამდენიმე ვარიანტი უკვე დასახელდა. Daily Star-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" "ევერტონის" ფორვარდის, ბრაზილიელი რიჩარლისონის შეძენას აპირებეს. რიჩარლისონი კარგ ფორმაშია და ლივერპულური კლუბის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა "პრემიერლიგაში" 13 მატჩი ჩაატარა და 7 ბურთი გაიტანა. "ევერტონამდე" ის "უოტფორდის" ღირსებას იცავდა, სადაც 38 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 5 ბურთის გატანა შეძლო. რიჩარლისონთან ერთად, "ბარსელონა" ჰარი კეინის კანდიდატურასაც განიხილავს. ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფორვარდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცხრიანად ჩამოყალიბდა.

სხვა სტატიები