Belive

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელში 30 მილიონს იხდის 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის" მცველმა ანხელინომ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. "ქალაქელების" მარცხენა ფლანგელით, რომელიც ამჟამად "ლაიფციგშია" განათხოვრებული, არც მეტი არც ნაკლები, "ბარსელონა" ინეტერესდება. 23 წლის ესპანელი ფეხბურთელის გადასაბირებლად კატალონიური გრანდი 30 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. "დეპორტივოს" აღზრდილი ფეხბურთელი 2013 წლიდან "სიტის" აკადემიაში ირიცხება და იჯარის წესით მას "ნიუ იორჯკ სიტიში", "ჟირონაში", "მალიორკაში", "ბრედასა" და "პსვ ენდჰოვენში" უთამაშია. 2019/20 წლების სეზონში ანხელინომ, რომლის კონტრაქტიც პეპ გვარდიოლას გუნდთან ძალაში კიდევ სამი წლითაა, "სიტისა" და "ლაიფციგის" მაისურით ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები