Belive

ბარსელონა მანჩესტერის მცველით ინტერესდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველით, ვიქტორ ლინდელოფით დაინტერესდა. "ბარსელონამ" შვედი მცველის შეძენა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც "აიაქსის" კაპიტნის, მატეის დე ლიხტის ყიდვა ვერ შეძლო. ლინდელოფმა გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და სოლსკიაერისა და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა. მისი აგენტის თქმით, შვედი მცველით ბევრი გრანდია დაინტერესებული.
"ლინდელოფით ბევრი გრანდი ინტერესდება. მათ შორის ბარსელონაც, თუმცა იუნაიტედის დატოვება გუნდის გადასაწყვეტია" - განაცხადა აგენტმა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია ცდილობს "ლესტერის" მცველის, ჰარი მაგუაიერის შეძენას.    

სხვა სტატიები