Belive

ბარსელონა მესის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყურადღება სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს. ბოლოდროინდელი ინფორმაციის თანახმად "ბარსელონა" ლეგენდარულ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის მესვეურები ლიონელს ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ, საკონტრაქტო დეტალებიდან კი, ამჟამად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კლუბი არგენტინელს 2023-მდე შეინარჩუნებს. აქვე გეტყვით, რომ არგენტინელი "ბარსელონას" მთავარ გუნდში 2005 წლიდან დღემდე ასპარეზობს, მიმდინარე კონტრაქტი მესის კატალონიელებთან 2021 წლამდე აკავშირებს. ბრწყინვალე ლეოსთან ერთად ესპანელებმა არაერთი ტიტულის მოპოვება მოახერხეს - ჯამში მესიმ "ბარსელონას" ფორმით მინდორზე 720 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 629 გოლის გატანა და 269 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები