Belive

“ბარსელონა“ მზად არის რაბიოს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული პრესის ცნობით, კატალონიური „ბარსელონა“ ფრანგი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. „პსჟ-ს“ ფეხბურთელს ესპანელები წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც მისი ამჟამინდელი ხელფასის მინიმუმ 3-ჯერ გაზრდას გულისხმობს. როგორც ცნობილია, კატალონიელები ახალგაზრდა ფრანგის შესაძენად 50 მილიონი ევროს გადახდას და ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ. პსჟ-ში 23 წლის ნახევარმცველს 210 მატჩი მოუგროვდა, სადაც მან 23 გოლის გატანა და 16 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სხვა სტატიები