Belive

ბარსელონა მზადაა, რომ დე ლიხტი შეიძინოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ მზადაა, რომ ზაფხულში დე ლიხტი გაიფორმოს. "აიაქსის" ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრ გრანდს უკავშირებენ. გუშინ ინგლისურ პრესაში იმის შესახებაც დაიწერა, რომ "ლივერპულს" ჰოლანდიელის თანამემამულესთან, ვან დაიკთან შეწყვილება სურს. Goal.Com-ის თქმით, კატალონიელთა სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელს შეხვდა. ცნობილია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირველი საუბარი ნოემბერში შედგა. უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონამ" ზამთარში "აიაქსის" კიდევ ერთი ტალანტი, ფრენკი დე იონგი 75 მილიონ ევროდ შეიძინა. ცნობისთვის, 19 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებით"იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტიც" არიან დაინტერესებულები.

სხვა სტატიები