Belive

ბარსელონა ნიგერიელი თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის გუნდის ხელმძღვანელობამ ნიგერიელი ოდიონ იგალო შეარჩია. მუნირ ეჰ ჰადადის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ცენტრალური თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელი გუნდში აღარ დაღჩა. ამიტომ "ბარსელონას" ხელმძღვანელებმა ფორვარდის დამატება გადაწყვიტეს. ოდიონ იგალო 29 წლის თავდამსხმელია, რომელიც ამჟამად ჩინეთის ჩემპიონატში, კერძოდ "ჩანგჩუნ იატაიში" თამაშობს. იგალოს ჩინურ კლუბში 55 თამაში აქვს ჩატარებული და 36 გოლი გატანილი. მანამდე "პრემიერლიგაში", "უოტფორდის" ღირსებას იცავდა და გუნდის ლიდერიც იყო. ინგლისურ კლუბში 99 თამაშში 39 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები