Belive

ბარსელონა: "პავარს არ ვიყიდით, რადგან..."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიასაშუალებების თანახმად, კატალონიის "ბარსელონა" ახალგაზრდა ფრანგი მარჯვენა მცველის, ბენჟამენ პავარისთვის ბრძოლას აღარ აპირებს. ამის მიზეზად პავარის სატრანსფერო თანხა სახელდება, რომლის გადახდასაც კატალონიელები არ აპირებენ. ცნობილია, რომ 22 წლის მცველით, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, არაერთი გრანდი ინტერესდება. გერმანული "შტუტგარტი" პერსპექტიულ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კატალონიელებისთვის მიუღებელ თანხას წარმოადგენს. მსოფლიო ჩემპიონატამდე პავარის სახელი გერმანიის მიღმა იშვიათად თუ ისმოდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ფეხბურთში მაღალი დონის მარჯვენა მცველების დეფიციტია და შესაბამისად არცაა გასაკვირი, რომ პავარით "ბარსელონა," "ბაიერნი" და პრემიერლიგის გუნდები დაინტერესდნენ.

იხილეთ ბენჟამენ პავარის შესანიშნავი გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მან არგენტინის ნაკრებს გაუტანა.

სხვა სტატიები