Belive

ბარსელონა ფატის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიური გამოცემა El Mundo Deportivo წერს, რომ "ბარსელონა" გუნდის ახალგაზრდა წევრის ანსუ ფატისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, რომლის კომპენსაციაც 100 მილიონი ევრო იქნება. 16 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" მთავარ გუნდში ამ სეზონში მას მერე გამოჩნდა, რაც გუნდის რამდენიმე ლიდერმა ტრავმა მიიღო, მათ შორის ლიონელ მესიმ. თუმცა, ახლა ერნესტო ვალვერდემ ახალგაზრდა ფეხბურთელის დატოვება გადაწყვიტა და ცნობილია, რომ ის მიმდინარე სეზონში სრულად ითამაშებს. "ბლაუგრანაში" ფატიმ 2 გოლის გატანა მოახერხა და წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

სხვა სტატიები