Belive

ბარსელონა ფეხბურთელების ანაზღაურებაში კოლოსალურ თანხას ხარჯავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" საკუთარი ფეხბურთელებისათვის ხელფასების გაცემაში 633 მილიონ ევროს ხარჯავს. ესპანეთის ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ კატალონიური გრანდის ფეხბურთელებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, 2018/19 წლების სეზონში, "ბლაუგრანა" საკუთარი ფეხბურთელებისათვის ხელფასების გასაცემად 633 მილიონ ევროს გაიღებს. ამ მაჩვენებლით კატალონიელები ერთპიროვნული ლიდერები არიან. მეორე ადგილს კი მათი მთავარი ვიზავი, მადრიდის "რეალი" იკავებს. "ბლანკოსი" საკუთარი ფეხბურთელებისათვის ხელფასების გასაცემად, 566.5 მილიონ ევროს ხარჯავს. მესამე პოზიციას "ატლეტიკო" იკავებს. მადრიდული კლუბი, ხელფასების გასაცემად 293 მილიონ ევროს ხარჯავს. საუკეთესო ექვსეულში კი 3 გრანდთან ერთად, "ვალენსია" (164.6), "სევილია" (162.7) და "ვილიარეალი" (109) მოხვდნენ.

სხვა სტატიები