Belive

ბარსელონა ფეხბურთელების გასხვისებას აპირებს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს გუნდი რამდენიმე ფეხბურთელს ჯამში 290 მილიონ ევროდ გაყიდის. ფეხბურთელების გაყიდვის გარდა, გუნდი განაგრძობს ახალგაზრდა ტალანტების შეძენას. "ბარსელონამ" 75 მილიონ ევროდ უკვე შეიძინა ფრენკი დე იონგი, რომელიც კატალონიურ გრანდს ოფიციალურად 1 ივლისს შეუერთდება. "ბლაუგრანას" გეგმაში კიდევ მატიას დე ლიხტის, ლუკა იოვიჩისა და ანტუან გრიზმანის შეძენაც აქვს. წამსვლელთა სიაში ისეთი მოთამაშეები გვხვდება, როგორებიც ფელიპე კოუტინიო, სამუელ უმტიტი და ივან რაკიტიჩი არიან. ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები შესაძლოა წავიდნენ გუნდიდან, თუმცა გადაჭრით ამის თქმა შეუძლებელია. რაც შეეხებათ ანდრე გომეშს, რაფინიას, იასპერ სილენსენს, მალკომსა და დენის სუარესს, ისინი დიდი ალბათობით "ნოუ კამპს" დაემშვიდობებიან. ფელიპე კოუტინიოთი "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. ბრაზილიელს კარგი სეზონი არ აქვს და მისი თამაშით გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან. ივან რაკიტიჩი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის შავ სამუშაოს იდიალურად ასრულებს და თითქოს ალოგიკურია მისი გუნდიდან გაშვება, თუმცა "ბარსელონამ" ახალგაზრდა ფრენკი დე იონგი შეიძინა და შესაძლოა ხორვატი სწორედ ამას შეეწიროს. რაც შეეხება სამუელ უმტიტის, ფრანგი ცენტრალური მცველი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. მან მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს. ამასთან ერთად, კლემან ლენგლე კარგ ფორმაშია და გუნდს მატიას დე ლიხტის დამატებაც სურს. უმტიტით გრანდები დაინტერესებულები არიან. როგორ განვითარდება მოვლენები "ბარსელონაში", ამას სატრანსფერო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გავიგებთ.

სხვა სტატიები