Belive

ბარსელონა პსჟ-ს ფეხბურთელს შეუთანხმდა!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის "Le Parisien"-ის ინფორმაციით, "პსჟ"-ს ცენტრალური ნახევარმცველი ადრიან რაბიო კონტრაქტს აღარ გაახანგძლივებს. მათი წყაროების თანახმად ის უკვე შეუთანხმდა "ბარსელონას" პირად დეტალებზე და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან ის კატალონიელებს შეუერთდება. წინა კვირას მიცემულ ინტერვიუში რაბიომ დაადასტურა, რომ მას არ აქვს სურვილი გაახანგძლივოს კონტრაქტი პარიზულ კლუბთან. "მოთამაშემ შემატყობინა, რომ მას არ სურს და არ გაახანგძლივებს კონტრაქვს. ფრანგმა ფეხბურთელს სურს რომ კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს სეზონის ბოლოს, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურება", - განაცხადა "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა "YAHOO SPORTS"-თან საუბარში. ინფორმაციას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ის ფაქტი, რომ ბარსელონას ტექნიკური მრჩეველი ერიკ აბიდალი პირადად არის ჩართული თანამემამულის კატალონიაში გადაბარგებით.  

სხვა სტატიები