Belive

ბარსელონა რომანიოლით ინტერესდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ცენტრალური მცველი "მილანის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ალესიო რომანიოლით ინტერესდება. "ბლაუგრანას" დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ნათლად ჩანს. სამუელ უმტიტი ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება კლემენ ლენგლეს, მისით კიკე სეტიენი უკმაყოფილოა და სათამაშო წუთებს იშვიათად აძლევს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დაცვის ცენტრის გაძლიერებას შეეცდება. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია იტალიელი მცველის მიმართ ინტერესი, მაგრამ კატალონიელებს დაცვაში გაძლიერება რომ სჭირდებათ, ამას ყველა ნათლად ხედავს.

სხვა სტატიები