Belive

ბარსელონა სალაჰის ტრავმას გამოეხმაურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, პრემიერლიგის 37-ე ტურში, "ნიუკასლთან" მიღებული ტრავმის გამო, მოჰამედ სალაჰი "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბარსელონასთან" გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება. ეგვიპტელი ფეხბურთელი "კაჭკაჭებთან" შეხვედრის 68-ე წუთზე ძალიან მძიმედ დაშავდა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია. მას შემდეგ, რაც მერსესაიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალაჰი ხვალ "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს, კატალონიელებმა განცხადება გაავრცელეს. "ასეთი მატჩები სწორედ მსოფლიო დონის მოთამაშეებისთვისაა. მალე დაბრუნებას გისურვებ მო!"  

სხვა სტატიები