Belive

ბარსელონა სუარესის შემცვლელში 20 მილიონს იხდის 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" შესაძლოა მიმდინარე კვირაში თავდამსხმელი დაიმატოს. კატალონიური გრანდის ინტერესთა სფეროში "ლეგანესის" დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრაითვეითი მოექცა, რომლის სანაცვლოდაც "ბლაუგრანა" 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ტრავმირებული უსმან დემბელესა და ლუის სუარესის გამო, ლა ლიგის მმართველებმა კატალონიურ გრანდს განსაკუთრებული უფლება მიანიჭეს და არასატრანსფერო პერიოდში ერთი ფეხბურთელის შეძენის ნება დართეს. ამისათვის "ბლაუგრანას" 15 დღე აქვს, მთავარი პირობა კი ისაა, რომ ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს. ამავე დროს, ბრაითვეითის შემცვლელი არც "ლეგანესს" ჰყავს, რომელმაც ამ სეზონში 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელსაც გაატანინა.

სხვა სტატიები