Belive

ბარსელონა : ტოტენჰემი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
Uefa-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართება. A, B, C და D ჯგუფებში ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. შესაძლო რვიდან 5 მერვედფინალისტი ცნობილია. დანარჩენი სამი კი ურთულეს და უმნიშვნელოვანეს თამაშებში გამოვლინდება. დღეს რამდენიმე ცენრტალური მატჩია. ერთ-ერთი კი "ბარსელონასა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებაა. "ბარსელონა" უკვე მერვედფინალშია. გუნდს B ჯგუფში 13 ქულა აქვს და მის უშუალო მდევრებს, "ტოტენჰემსა" და "ინტერს" 6 ქულით უსწრებს. შესაბამისად მათ 7-7 ქულა აქვთ. უმოტივაციო "ბლაუგრანა" საკუთარ კედლებში მოტივირებულ "ტოტენჰემს" ხვდება. გუნდს, რომელსაც მოგების გარდა სხვა შედეგი არ ხელს არ აძლევს. "ბარსელონა" ბოლო პერიოდში უკეთ ათამაშდა, ვიდრე სეზონის სტარტზე თამაშობდა. გუნდმა "ლა ლიგის" ბოლო ტურში მნიშვნელოვანი და პრინციპული, კატალონიური დერბი მოიგო, თან შეიძლება ითქვას, რომ უბრძოლველად. "ესპანიოლი" 0:4 დაამარცხა. იმ თამაშში ლიონელ მესიმ ორი საჯარიმო დარტყმა გაიტანა. თითოჯერ კი მეტოქის კარი ლუის სუარესმა და უსმან დემბელემ აიღეს. "ლა ლიგის" ბოლო 5 თამაშში "ბარსელონამ" სამი მოიგო. 0:4 "ესპანიოლთან", 2:0 სძლია "ვილიარეალს", ხოლო 2:3 დაამარცხა "რაიო ვალეკანო". ერთი მატჩი ფრედ ითამაშა სტუმრად 1:1 მადრიდის "ატლეტიკოსთან", ხოლო ერთიც წააგო 3:4 "ბეტისთან". ესპანეთის ჩემპიონატს გუნდი 31 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "სევილიას" 3 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "ბარსელონა" ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს. მოგებული აქვს 4 თამაში, ხოლო ერთი ფრედ დაასრულა. გაიტანა 13 ბურთი და გაუშვა 4. "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი საუცხოო ფორმაშია. ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია 6 გატანილი ბურთით, ხოლო "ლა ლიგაში" 11 გოლი დაუგროვდა და იქაც პირველია. "ტოტენჰემი" მიმდინარე სეზონში სტაბილურად კარგად თამაშობს. ინგლისის "პრემიერლიგაში" გუნდი მე-3 პოზიციაზეა და პირველ ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 6 ქულით ჩამორჩება. ბოლო 5 შეხვედრაში ლონდონელებმა ოთხის მოგება შეძლეს. 0:2 დაამარცხეს "ლესტერი". 3:1 მოუგეს "საუთჰემპტონს". უმნიშვნელოვანეს მატჩში, ლონდონურ დერბიში სძლიეს "ჩელსის" 3:1 და მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხეს "კრისტალ პალასი". ერთი მატჩი კი ასევე ლონდონურ დერბიში "არსენალთან" 4:2 დათმეს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, B ჯგუფში გუნდს მეორე პოზიცია უკავია. 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბარსელონას". 5 მატჩიდან "ტოტენჰემმა" 2 მოიგო, 2 წააგო, ხოლო 1 ფრედ ითამაშა, გატანილი აქვს 8 ბურთი, ხოლო გაშვებული 9. "ტოტენჰემის" ლიდერი და გოლეადორი ჰარი კეინია, "პრემიერლიგაში" გატანილი 9 ბურთით. ჩემპიონთა ლიგაზე კი ინგლისელს 4 გოლი დაუგროვდა. ურთიერთშეხვედრებში "ბარსელონა" ფლობს უპირატესობას. სულ 3 თამაში აქვთ ჩატარებული. აქედან 2 ესპანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 6:3 თან კატალონიელთა სასარგებლოდ. მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს მეორე ტურში შეხვდნენ და "უემბლიზე" მატჩი "ბარსამ" 2:4 მოიგო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში დანაკლისს. მცირე დანაკლისით ითამაშებს ორივე გუნდი. "ბარსელონას" მალკომი, რაფინია, სერხი რობერტო და სამუელ უმტიტი ტრავმების გამო არ ეყოლება. ლუის სუარესი კი ერნესტო ვალვერდეს გადაწყვეტილებით დაისვენებს. რაც შეეხებათ ლონდონელებს, მათ ვანიამა, ტრიპიერი, სანჩესი, დემბელე და იანსენი გამოაკლდათ. დღეს, "ბარსელონასა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება 00:00 საათზე "ნოუ კამპზე" გაიმართება.

სხვა სტატიები