Belive

ბარსელონა ტოტენჰემს სარფიან გარიგებას სთავაზობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიურ გრანდში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. საუბარია გუნდის გადახალისებაზე. "ბარსელონაში" თავმოყრილია რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი თითქმის არ ენდობა და ასევე გულშემატკივრებიც უკმაყოფილო არიან. მეორესმხრივ "ტოტენჰემში" მოასპარეზე ახალწვეულს, ტანგუი ნდომბელეს, ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს და გუნდის დატოვება სურს. აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბლაგურანას" ხელმძღვანელობას სწორედ ნდომბელე სურს. "ტოტენჰემს" კი ფრანგის სანაცვლოდ სამუელ უმტიტისა და ნელსონ სემედუს სთავაზობს. უმტიტიმ კატალონიური კარიერა შესანიშნავად დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მცველად ჩამოყალიბდა, თუმცა მძიმე ტრავმის შემდეგ ფრანგი სასურველ კონდიციებს ჯერაც ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება სემედუს, მან ვერაფრით დაიმკვიდრა თავი ძირითად შემადგენლობაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნდომბელეს მოურინიოსთან პრობლემები აქვს და სავსებით რეალურია ეს გაცვლა განხორციელდეს. ამ გაცვლებით ორივე გუნდი ნახავს სარგებელს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები