Belive

ბარსელონა უსმან დემბელეს დასჯას აპირებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ფრანგი შემტევი, უსმან დემბელე შესაძლოა ერთი თვით დაისაჯოს.  ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდის ვარჯიშზე 2 საათით დააგვიანა. ამ ფაქტმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გააღიზიანა. ესპანური პრესის ინფორმაციით, კლუბი დემბელეს დისკვალიფიკაციას მისცემს და ხელფასს დაუქვითავს. ხელმძღვანელები იმსჯელებენ და თუ დამტკიცდება, რომ ფრანგი ფეხბურთელი დისციპლინას საკმარისზე მეტად არღვევს, მისმა სასჯელმა შესაძლოა 1 თვე შეადგინოს. დემბელეს ვარჯიშზე დაგვიანების პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი ფაქტი უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. რაც შეეხება ფეხბურთელის შედეგებს, მიმდინარე სეზონში ფრანგს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, თუმცა "ლა ლიგაში" უკვე 6 გატანილი ბურთი დაუგროვდა და მისი გატანილი ბურთებით "ბარსელონამ" 7 ქულა მოიპოვა. ასე, რომ დემბელე მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვან გოლებს იტანს, თუმცა დისციპლინა მისი აქილევსის ქუსლია.

სხვა სტატიები