Belive

ბარსელონა ვიდალისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" თანახმაა, რომ ჩილელ ნახევარმცველს, არტურო ვიდალს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. ჩილელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და თანამშრომლობის შემთხვევაში, ის კიდევ ერთი წლით გახანგრძილვდება. ესპანური გრანდის ხელმძღვანელები ვიდალის თამაშით კმაყოფილები არიან. სეზონის განმავლობაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც თავად ფეხბურთელი კლუბით უკმაყოფილო იყო და დატოვებას აპირებდა. ამის მიზეზად კი ვიდალმა მცირე სათამაშო დრო დაასახელა. ამის შემდგომ ყველაფერი დალაგდა. ჩილელ ნახევარმცველს მეტად უწევს თამაშში ჩართვა და გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცა. არტურო ვიდალი კარიერის განმავლობაში ლევერუზენის "ბაიერის", "იუვენტუსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. ბოლო პერიოდში კი მისით "ინტერი" ინტერესდება. არტურო ვიდალის "ბარსელონაში" ტრანსფერმა ბევრი გულშემატკივრის გაკვირვება გამოიწვია, რადგან გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა სხვა მიმართულებით ვითარდება და ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენაზეა ორიენტირებული. არტურო ვიდალს მოქმედი კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.

სხვა სტატიები