Belive

ბარსელონა VS ბაიერნი | კატალონიელები მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი სათამაშო დღე გაიმართება. დღევანდელ მატჩებს შორის, ყველაზე დიდ ყურადღებას, უკვე ჩვეული წყვილი, "ბარსელონა" - "ბაიერნი" იქცევს. დღეს ხავის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდება.

კატალონიური გუნდი C ჯგუფში მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" სამი ქულით ჩამორჩება. იტალიელები "ვიქტორია პლზენის" დამარცხების შემთხვევაში 1/8 ფინალში თამაშს გაინაღდებენ. რაც შეეხება "ბაიერნს", ბავარიელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს და 12 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

"ბარსელონა" ამ შეხვედრას საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდება. ბოლო შეხვედრაში ხავის შეგირდებმა "ბილბაო" პირწმინდად დაჩაგრეს. ბასკები კატალონიაში 4:0 დამარცხდნენ. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები უსმან დემბელემ, სერხი რობერტომ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელები რადიკალურად განსხვავებულად ასპარეზობენ. მათ 4 მატჩიდან მხოლოდ 4 ქულა აქვთ. ერთადერთი გამარჯვება კატალონიელებმა, ჯგუფის აუთსაიდერ, "პლზენის" წინააღმდეგ მოიპოვეს. იმ შემთხვევაში თუ, "რეკორდმაისტერი" დამარცხდა და სამი ქული "ბარსელონამ" მოიპოვა, მაინც რჩება შანსი, რომ ისინი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. "ინტერი" "პლზენთან" გამარჯვების შემთხვევაში, 10 ქულას დააგროვებს და გაინაღდებს მის ადგილს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.

1244181797.0

ბუნდესლიგის ჩემპიონებმა ევროპაში არაჩვეულებრივი თამაშები ჩაატარეს. იულიან ნაგელსმანის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. აქედან გამომდინარე, მათი ჯგუფის ლიდერობა სრულიად ლოგიკურია.

გერმანელებს, ყველა ტურნირზე, ბოლო ოთხი შეხვედრა აქვთ მოგებული. მიუხედავად ასეთი ფორმისა, მიუნხენელები შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან და "უნიონ ბერლინს" ერთი ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" "ბარსელონასთან" 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ არ წაუგია.

"ბარსელონას" დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდება დაცვის ლიდერი რონალდ არაუხო. ურუგვაელ ფეხბურთელს საზარდულის არეში გაკეთებული ოპერაციის გამო, თამაში არ შეუძლია. ესპანურ კლუბს ანდრეას კრისტენსენი და მემფის დეპაიც დააკლდებათ. ეს უკანასკნელი ტერფის, ხოლო დანიელი ნახევარმცველი ბარძაყის პრობლემების გამო ვერ ითამაშებს.

სტუმრებს მანუელ ნოიერი, ლუკას ერნანდესი და ლეროი სანე დააკლდებათ. სამივენი ამ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებენ.

შეგახნებეთ, რომ ეს დაიპირპირება, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება და მას "ნოუ კამპი" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები