ბარსელონა Vs. ბაიერნი | მოთამაშეები, ვინც ვერ ითამაშებს

2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება 14 სექტემბრიდან აიღებს სტარტს.

ჯგუფური ეტაპის პირველი წრის შეხვედრებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ გრანდები იასპარეზებენ, მათ შორის ერთ-ერთი “ბარსელონასა” და “ბაიერნის” წყვილია.

“კამპ ნოუ” სანახაობრივი შეხვედრის მოლოდინშია, სადაც ესპანურ გრანდს 17-წლის შემდეგ, პირველად, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი არ ეყოლება.

გთავაზობთ მოთამაშეების ჩამონათვალს,  რომლებიც დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ:


ბაიერნი


გუნდს კორენტინ ტოლისო დანამდვილებით არ ეყოლება, ვინაიდან ფეხბურთელი ესპანეთში გასამართი მატჩის განაცხადში არაა.

ასევე, სერჟ გნაბრის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, რომელმაც ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ლაიფციგის” წინააღმდეგ მატჩში კუნთი დაიზიანა.


ბარსელონა


ესპანურ გუნდს სერხიო აგუერო, დემბელე, სერხი რობერტო, ბრაითვეითი, სერჟინიო დესტი, ჟორდი ალბა, ანსუ ფატი და მუსა ვაგე არ ეყოლება.

(279)

ბარსელონა Vs. ბაიერნი | მოთამაშეები, ვინც ვერ ითამაშებს

სტატიის ავტორი
-