Belive

ბარსელონა VS ინტერი | გუნდები გამარჯვებისთვის ემზადებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"პლზენის" წინააღმდეგ გამარჯვებით "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება კარგად დაიწყო. კატალონიელებმა მეტოქე 5:1 დაამარცხეს. მაგრამ, შემდეგ მატჩში "ალიანს არენაზე" "ბაიერნის" წინააღმდეგ 2:0 დამარცხდნენ.

ამჯერად, მორიგ შეხვედრას ესპანური კლუბი "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც, "ბარსელონას" მსგავსად, "ბაიერნთან" იწვნია მარცხი. იმის გათვალისწინებით, რომ მიუნხენური კლუბი ჯგუფის უპირობო ლიდერია, მეორეადგილოსნის ვინაობა სწორედ "ბარსელონასა" და "ინტერს" შორის გაირკვევა.

კატალონიელები შიდა ჩემპიონატში კარგად ასპარეზობენ და ლა ლიგაში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. სიმონე ინძაგის გაწვრთნილ გუნდს კი საქმე ნამდვილად ვერ მისდით კარგად. ისინი გასულ ტურში "რომას" წინააღმდეგ 1:2 დამარცხდნენ და სერია ა-ში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან.

e335e1fdacd15b859cb127f87babf95687c77cbd

თუმცა, "ბარსელონას" დიდი პრობლემები აქვს მოთამაშეებთან დაკავშირებით. სანაკრებო პაუზის დროს კატალონიურ კლუბს ერთბაშად 5 მოთამაშე დაუზიანდა. ორივე ნიდერლანდელი, დე იონგი და დეპაი, დანიასთან მატჩის დროს დაშავდნენ. არაუხომ კი, ირანთან ამხანაგური მატჩის დროს, ბარძაყის არეში ტკივილების გამო, მატჩი შეწყვიტა და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მცველს ოპერაციაც დასჭირდა. პრობლემები დაცვაში ამით არ წყდება. კიდევ ორმა ფეხბურთელმა, ჟულ კუნდემ და ჰექტორ ბელერინმა, მიიღო ტრავმა და კლუბს ვერ დაეხმარება. გუნდის მთავარს მწვრთნელს ხავი ერნანდესს სასტარტო თერთმეტეულის არჩევა ამ შემადგენლობიდან მოუწევს:

ეს გუნდებს შორის მეთხუთმეტე დაპირისპირება იქნება. გასული მატჩების უმრავლესობა "ბარსელონას" აქვს მოგებული. იტალიელებს კატალონიელებთან მხოლოდ ორი შეხვედრა აქვთ მოგებული. ბოლოს "ინტერმა" ესპანური კლუბი 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხა, როდესაც ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა ცნობილი ტრიპლეტი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ 19 ფეხბურთელი იყო ისეთი, რომელიც ორივე კლუბის ღირსებას იცავდა. მათ შორის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან რონალდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

დღევანდელი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები