Belive

ბარსელონა Vs. ლივერპული (პრევიუ)

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბარსელონა“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. „კამპ ნოუზე“ გასამართი მატჩის წინ ფავორიტის სტატუსით „ბარსელონა“ სარგებლობს, თუმცა „ლივერპულის“ ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არიან. ამას მოწმობს სადიო მანეს განცხადებაც, სადაც იგი ამბობს, რომ "კამპ ნოუ" გუნდისთვის არა წნეხის, არამედ დიდი მოტივაციის მომტანია. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალური ეტაპის შეხვედრას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. კატალონიელთა რიგებში მხოლოდ რაფინიას ხილვაა გამორიცხული. „ლივერპულს“ კი შესაძლოა ადამ ლალანასა და ფაბინიოს გარეშე მოუწიოს თამაში. აღსანიშნავია, რომ „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 10 მატჩიდან ათივე მოიგო და „კამპ ნოუზე“ ამაღლებული განწყობით ჩადის. ორ გუნდს შორის გამართული მატჩების სტატისტიკაც მერსისაიდელთა სასარგებლოდ მეტყველებს. ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან 3 „ლივერპულის“ გამარჯვებით, 2 ფრედ, ხოლო 2 შეხვედრა „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროსარბიელზე ორ გუნდს შორის გამართული სამივე ორ მატჩიანი დაპირისპირება “ლივერპულის” გამარჯვებით დასრულდა. მერსისაიდული გრანდი “ბარსელონას” დამარცხებას ყოველთვის მინიმალური ანგარიშით ახერხებდა. 2001/02 წლების სეზონში გამართულმა ჯგურუფი ეტაპის ორმა შეხვედრამ ორ გუნდს შორის არსებული ბალანსი შედარებით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ევროსარბიელზე ორ გუნდს შორის გამართულ 8 შეხვედრაში გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თანაბარია (6:6). ბარსელონასრეკორდი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 35 მოგება, 21 ფრე, 18 მარცხი. ლივერპულისრეკორდი ესპანური კლუბების წინააღმდეგ: 14 მოგება, 12 ფრე, 12 მარცხი.    

სხვა სტატიები