Belive

ბარსელონა Vs. პსჟ ნეიმარის გარეშე?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი უპრინციპულესი მატჩის წინ, პარიზული გრანდი ბრაზილიელი ვარსკვლავის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა შესაძლოა "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. საფრანგეთის თასზე, "კაენის" წინააღმდეგ გამართული მატჩის მე-60 წუთზე, ნეიმარმა ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედნიდან გაეყვანა. ნეიმარის ტრავმის სირთულის თაობაზე, ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში - სრული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გავრცელდება, თუმცა "პარი სენ ჟერმენთან" დაახლოებული პირების მტკიცებით, "ბლაუგრანას" წინააღმდეგ ნეიმარის თამაში საეჭვოა. ფრანგული L'ÉQUIPE-ს მტკიცებით, ნეიმარმა კუნთის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და "ბარსელონას" წინააღმდეგ მისი ხილვა პრაქტიკულად გამორიცხულია.
Untitled

ნეიმარი ერთადერთი ვარსკვლავი არაა, რომელიც პარიზულ გრანდს ვერ დაეხმარება. "მარსელთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ანხელ დი მარია უპრინციპულეს შეხვედრას ასევე გამოტოვებს. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენის" დაპირისპირება, 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები