Belive

ბარსელონადან საინტერესო და უცნაური ინფორმაცია გავრცელდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კოუტინიომ შესაძლოა გუნდი დატოვოს.  თავად "ბლაუგრანა" მზად არის, რომ ბრაზილიელი 155 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას. კოუტინიოს ბოლო პერიოდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და ის ამით უკმაყოფილოა. მოედანზე გამოსვლის შემდეგ კი კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს და ოპტიმალური ფორმისგან შორს არის. კოუტინიოთი არაერთი გრანდი ინტერესდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობს. მიმდინარე სეზონში კოუტინიომ, "ბარსელონას" მაისურით, 23 შეხვედრა ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები