Belive

„ბარსელონადან წასასვლელად მესის პროფესიონალი სჭირდება და არა მისი მამა“ , - კრესპო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
 

ყოფილი შემტევის თქმით, თუ მესის რეალურად სურდა „ბარსელონას“ დატოვება მოლაპარაკებები აგენტისთვის უნდა მიენდო.

  ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი მესი თვლიდა, რომ მის კონტრაქტში იყო ჩადებული პუნქტი, რომელიც გუნდიდან მის უფასოდ წასვლას ითვალისწინებდა.   თუმცა კლუბის პოზიცია მესის გაშვებასთან დაკავშირებით ურყევია და ნებისმიერ კლუბს, რომელსაც მესის შეძენა ენდომება, მთლიანი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს, რაც 825 მილიონ დოლარს შეადგენს. ერნან კრესპოს აზრით, მესი შეძლებდა „ბარსელონას": დატოვებას, თუ ამ საკითხს გამოცდილ და პროფესიონალ სპეციალისტს მიანდობდა.   ყოფილი ფორვარდი თვლის, რომ მესის მამას სხვა აგენტებთან შედარებით მოლაპარაკებებისთვის გამოცდილება არ ყოფნის.  
„ჩვენ ვსაუბრობთ დირექტორებზე, კონტრაქტებზე და ფინანსებზე. ამ შემთხვევაში კი გჭირდებათ ვინმე ისეთი, ვინც თავის მოვალეობას თავს გაართმევს“,- აღნიშნავს კრესპო
  ლეო მესის ბარსელონაში მინიმუმ კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევს, ხოლო ამის შემდეგი მისი კონტრაქტი ამოიწურება.

სხვა სტატიები