Belive

ბარსელონამ ახალი სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" 2020/2021 წლების სეზონისთვის, ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. კატალონიური გრანდი ტრადიციულ ლურჯ-ბროწეულისფერ ფერებში გაწყობილი მაისურებით ითამაშებს, რომლის ზოლებიც ვერტიკალური და წინა სეზონებისგან განსხვავებით, მსხვილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმის ინსპირაცია 1920-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა კლუბს პირველი ოქროს ხანა ჰქონდა. დიზაინის წარმდგენი კვლავინდებურად ამერიკული კომპანია "ნაიკია", რომელიც ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს. "ბლაუგრანას" ახალი სათამაშო ფორმის შეძენა კლუბის ოფიციალურ ფან-მაღაზიაში 139.99 ევროდ შეიძლება.

სხვა სტატიები