Belive

ბარსელონამ ანსუ ფატი 100 მილიონ ევროდ არ გაყიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" სკოლა ყოველთვის გამოსარჩევი იყო და დღესაც მათი აღზრდილი 17 წლის ესპანელი ფეხბურთელი ანსუ ფატი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიურმა გრანდმა 100 მილიონიანი შემოთავაზება დანლოკა და ესპანელი ფეხბურთელი კლუბიდან არ გაუშვა. "ბლუგრანას" მესვეურები არ ასახელებენ იმ კლუბს, რომელსაც ფატის ყიდვა სურდა. ამ ფაქტით "ბარსელონა" ანსუს უდიდეს ნდობას უცხადებს. შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატის "ბარსელონას" პირველ გუნდში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და გულშემატკივარს თავი 5 გოლით დაამახსოვრა.

სხვა სტატიები